ნატო დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში დაგეგმილ არჩევნებს არ აღიარებს

საქართველო, თბილისი - 10:10 | 22.09.2015
ნანახია: 2117

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შემავალი არცერთი ქვეყანა არ აღიარებს აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში დაგეგმილ არჩევნებს, თუ ის უკრაინის კანონმდებლობასთან არ იქნება შესაბამისობაში. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მინსკის შეთანხმების თანახმად ადგილობრივი არჩევნები დონეცკსა და ლუგანსკში დანარჩენ უკრაინაში დაგეგემილ არჩევნებთან ერთად და ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უნდა გაიმართოს.

„ნებისმიერი არჩევნები, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში გაიმართება, არ უპასუხებს უკრაინის კანონმდებლობას, მინსკის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება და მას ალიანსის ერცერთი წევრი-ქვეყანა არ აღიარებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ლვოვის ოლქში იავოროვსკის პოლიგონზე უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან შეხევედრისას.

უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერსაა დანიშნული. თუმცა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები არჩევნების გამართვას 18 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს თავისი კანონების მიხედვით აპირებენ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე