სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირისგან 8 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს

საქართველო, თბილისი - 13:56 | 15.10.2015
ნანახია: 1621

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირისგან  8 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს. აღნიშნული ფინანსური დახმარების შესახებ დეტალებს, ხვალ, 16 ოქტომბერს, დაგეგმილ ბრიფინგზე გააღჟერებენ. ბრიფინგი 16 საათზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართება, რომელსაც  ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია დაესწრებიან.
2015 წლის ევროკავშირის პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ENPARD-ის დამოუკიდებელ  ანგარიშში  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ, რაც გულისხმობს 888  ფერმერული კოოპერატივის ჩამოაყალიბასა და 54 რეგიონული საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის შექმნას. სოფლის მეურნეობის პროდუქტი წინა წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, 10%-ით გაიზარდა. სწორედ ამ პოზიტიური შეფასების საფუძველზე  მთავრობა ევროკავშირისგან მიიღებს  ფინანსურ მხარდაჭერას, რაც 8 მილიონი ევროს ოდენობით განისაზღვრება.  აღნიშნული  მხარდაჭერა განხორციელდება ENPARD-ის ფარგლებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე