სანზონაში კიდევ ერთი სათამაშო მოედანი თავის ფუნქციას შეინარჩუნებს

საქართველო, თბილისი - 10:28 | 03.08.2016
ნანახია: 1157

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ნაძალადევის რაიონში, სანზონის  მე-5 და მე-6 კორპუსების მიმდებარედ არსებული სტადიონი თავის ფუნქციას შეინარჩუნებს. ტერიტორია, დაახლოებით, 15 წლის წინ გასხვისდა.  კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკების შედეგად, ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, იგი ისევ მუნიციპალური საკუთრება გახდება და საერთო სარგებლობის ფუნქცია დაუბრუნდება.

აღნიშნული ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი სივრცე. მოხდება უკვე არსებული სტადიონის რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია ახალი საბავშვო -გასართობი მოედნის მოწყობა.

“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ერთის მხრივ დავაკმაყოფილეთ მოსახლეობის მოთხოვნა, შევუნარჩუნეთ ტერიტორია,  სადაც იქნება სკვერი და სტადიონი. მეორეს მხრივ, დაკმაყოფილდება ინვესტორი მას ვუნაცვლებთ ტერიტორიას, რათა საკუთარი ბიზნესი განავითაროს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა,  ადგილობრივებს შეუნარჩუნდეთ სკვერი და სათამაშო მოედანი, რომლითაც 700-მდე ოჯახი ისარგებლებს“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე