ლასლო ბარანიაი: „იზრდება ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები“

საქართველო, თბილისი - 13:49 | 15.10.2015
ნანახია: 1632

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც 15-16 ოქტომბერს იმართება, 31 ქვეყნის   წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან, მათ შორისაა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლასლო ბარანიაი.

„ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვინაიდან ამჟამად იზრდება ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები და თავად ეკონომიკური პოტენციალი. ფორუმი, ზოგადად, არა პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული და სწორედ ამიტომ არის ამ ფორუმში და დისკუსიებში მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამ ქვეყნებს ესაჭიროებათ ინვესტიციები და ვინაიდან ფორუმზე წარმოდგენილია სახელმწიფო და კერძო ინვესტორები, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორიც, მაგალითად არის ჩვენი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ჩვენ ყველას გვეძლევა შესაძლებლობა განვიხილოთ პერსპექტივები, შედეგები და სამომავლო გეგმები“, აღნიშნა ლასლო ბარანიაიმ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე