კუმისის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 02.08.2016
ნანახია: 1206

ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. კუმისის ქუჩის მცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და თვის  ბოლოს დასრულდება. კუმისის  ქუჩაზე    მიმდინარე საგზაო სამუშაოები  ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა. ამ ეტაპისთვის, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, მოიფრეზება გზის სავალი ნაწილი და დაიგება ასფალტის ახალი საფარი. 

„რაიონში გვაქვს ისეთი ქუჩები და ჩიხები,  სადაც გზის საფარი ათეულის წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ეს ქუჩა გახლავთ სწორედ ასეთი.   ჩუღურეთის რაიონის გამგეობა გეგმაზომიერად და ეფექტურად მუშაობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ამ ქუჩაზე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც განვახორციელეთ, კერძოდ ნაგავსაყრელად ქცეულ ადგილზე გავაკეთეთ ახალი სკვერი,“ - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ

ჩუღურეთის რაიონში, ამ დროისთვის 30 ქუჩაზე, 34 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგო.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე