ბათუმში თამარის გზატკეცილის ნაწილი დილიდან გადაიკეტება

საქართველო, თბილისი - 11:39 | 02.08.2016
ნანახია: 1281

ბათუმში საგზაო მონიშვნების სამუშაოები სრულდება. სამღებრო სამუშაოების წარმოება ამ ეტაპზე თამარის გზატკეცილზე მიმდინარეობს. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ შეძენილი იქნა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საგზაო მონიშვნებს ასრულებს. სპეცტექნიკა უზრუნველყოფს სამუშაოების დაჩქარებული ტემპით შესრულებას.

აღნიშნული სამუშაოები 06:00 საათიდან დაიწყო და 12:00 საათზე დასრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით ბათუმში თამარის გზატკეცილის მეორე ნაწილი ხვალ დილიდან გადაიკეტება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე