კვანტალიანის ქუჩის N75-თან სანიაღვრე ქსელის მოწყობა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 02.08.2016
ნანახია: 1277

ვაშლიჯვრის დასახლებაში, კვანტალიანის ქუჩის N75-თან სამ-ეტაპიანი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას ხევში ჩამდინარე წყლებისგან გამოწვეული ანტისანიტარია აღარ შეაწუხებს, რადგან წყალი ბეტონის გვირაბში მოთავსებული მილების გავლით წყალშემკრებ ჭებში მოიყრის თავს და ცენტრალურ სანიაღვრე სისტემას შეუერთდება. ობიექტზე დარჩენილია მხოლოდ მიწის მოსწორების სამუშაოები.

დასრულებული სამუშაო გამგებლის მოადგილემ კახა გავაშელმა დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტის პირველი ეტაპი გასულ წელს განხორციელდა და მაშინ 125 გრძივი მეტრის სანიაღვრე მოეწყო, წელს კი პროექტის მეორე და მესამე ეტაპები განხორციელდა და ჯამში, სანიაღვრის სიგრძე 224 მეტრია. პროექტის პირველ ეტაპზე კომპანია „ფენიქსმა“, მეორეზე „ენ-ეს გრუპმა“, მესამეზე კი „პალიტრამ“ იმუშავეს.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე