გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის კონცეფცია უკვე მზადაა

საქართველო, თბილისი - 10:44 | 02.08.2016
ნანახია: 1167

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის კონცეფცია  საერთაშორისო, არასამთავრობო  და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF)  პროექტი მიზნად ისახავს გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესებას და ერთობლივი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის შემუშავებას.

„გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“  - პროექტის ფარგლებში შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე