ბრიუს ენდრიუსი: „ჩვენ ვხედავთ ბრწყინვალე შესაძლებლობებს“

საქართველო, თბილისი - 13:21 | 15.10.2015
ნანახია: 1587

 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც 15-16 ოქტომბერს იმართება, 31 ქვეყნის   წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. ფორუმზე აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ ბრიუს ენდრიუსმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.

„უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ არამარტო ყველა იმ სასიკეთო სიახლეებზე, რაც საქართველოში ხდება, არამედ ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა, ვისაუბროთ როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის მომავალ ეკონომიკურ განვითარებაზე. აქ უამრავი ეკონომიკური შესაძლებლობაა, რომლის გამოყენება შესაძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის გზით ლოგისტიკური ჰაბის ჩამოსაყალიბებლად აქ, საქართველოში და რეალური შესაძლებელია მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ჩვენ ვხედავთ ბრწყინვალე შესაძლებლობებს. რეგიონის ყველა ქვეყანას ერთობლივად ეძლევათ შესაძლებლობა, ააშენონ ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს“, აღნიშნა აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ ბრიუს ენდრიუსმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე