თბილისში წლების წინ დახურული ბაღების აღდგენა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:05 | 15.10.2015
ნანახია: 2579

2 ნოემბერს ჩუღურეთის რაიონში, კიევის ქუჩაზე, 132-ე საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. შენობაში რამდენიმე თვის წინ სარემონტო სამუშაოები დაიწყო და აღსაზრდელთა 3 ჯგუფი შეიქმნა.

132-ე საბავშვო ბაღში ბავშვების რეგისტრაცია 15 ოქტომბერს, 13 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია მოხდება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე kids.org.ge.

ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები კიდევ 2 დახურულ ბაგა-ბაღში მიმდინარეობს, კრწანისის რაიონში N206 ბაგა-ბაღში და 109-ე ბაგა-ბაღის დახურულ ფლიგელში, სადაც უახლოეს მომავალში დაიწყება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე