„როდოსი“ ნუცუბიძის ქუჩის 72-ში, თითქმის დასრულებულ კორპუსში, 1კვ/მ საცხოვრებელ ფართს 650 დოლარად ყიდის

საქართველო, თბილისი - 12:30 | 15.10.2015
ნანახია: 2565

სამშენებლო კომპამნია „როდოსი“ მომხმარებლებს უძრავ ქონებას საკმაოდ შეღავათიან ფასად სთავაზობს. კომპანიის ინფორმაციით, „როდოსს“ საკუთარი მომხმარებლებისათვის საკმაოდ საინტერესო წინადადება აქვს, რომლის ფარგლებშიც ნუცუბიძის ქუჩის 72-ში მდებარე თითქმის დასრულებულ კომპლექსში, ბინებს 1კვ/მ-ს 650 დოლარად სთავაზობს.

საცხოვრებელი კომპლექსი 14 საცხოვრებელი სართულისგან შედგება. კომპლექსს აქვს 2 სადარბაზო, სადაც წარმოდგენილია 136 ბინა, ღია და დახურული ავტოსადგომი. კორპუსი გარდა საცხოვრებელი ბინებისა, 8 კომერციულ ფართსაც მოიცავს.

საცხოვრებელი ბინების ფართი 60კვ/მ-დან და 205კვ/მ-მდეა. პროექტში გაერთიანებულია ერთი, ორი და სამსაძინებლიანი ბინები, სტუდიოს ტიპის და დამოუკიდებელი სამზარეულოთი. ასევე წარმოდგენილია გასხვავებული მე-14 სართული, დიდი ვერანდებით. კომპლექსის დიდ უპირატესობას წარმოადგენს იზოლირებული ეზო საქანელებით, სკამებით, დეკორატიული გაფორმებით და გამწვანებით. კომპლექსი გამოირჩევა შესანიშნავი ხედებით და ადგილმდებარეობით, კომპლექსთან მდებარეობს: #151 საჯარო სკოლა, საბავშო ბაღი და სპორტული მოედანი.

საცხოვრებელი ფართები ბარდება შესასვლელი რკინის კარით, მეტალოპლასტმასის ორმაგი შემინვის ყავისფერი კარ-ფანჯარით, მყიდველთან შეთანხმებით ამოყვანილი ტიხრებით, გალესილი კედლებით, მოჭიმული იატაკით, იატაკში გაყვანილი ინდივიდუალური გათბობის მილებით, ელ.გაყვანილობით და ინდივიდუალური მრიცხველით, სანტექნიკური გაყვანილობით (წყალი, ვინტილაცია, კანალიზაცია), მოპირკეთებული აივნებით და ტერასებით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლობა მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური მასალებით მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ საუკეთესო ეკოლოგიურ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს ასევე, რომ შენობის გათბობასა და გაგრილებაზე 30 %-მდე ენერგო-ეკონომია გააკეთოს.

„როდოსში“ აცხადებენ, რომ ორთქლშეღწევადობის თვისებების გამო ენერგოეფექტური მასალისგან აშენებული სახლი "სუნთქავს", როგორც ხის მასალით აშენებული. ეს თვისება განასხვავებს მას სხვა ტრადიციული საშენი მასალებისგან.

სამშენებლო კომპანია „როდოსი“ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა და ქართულ-ბრიტანული ინვესტირებით არის დაფუძნებული.

„აქ შეკრებილ გუნდს სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. გამოცდილი მშენებლების, არქიტექტორებისა და დიზაინერების მიერ მაღალ სამშენებლო სტანდარტებზე გათვლილი მშენებლობის კონცეპტუალური გადაწყვეტილებები და ახლებური ხედვა,ქართულ სამშენებლო ბაზარზე კომპანიას მომგებიან პოზიციაში აყენებს.

ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ კომპანიის იმიჯს, როგორც საიმედო და სტაბილური პარტნიორის სამშენებლო ინდუსტრიაში.

ვცდილობთ მუდმივად განვავითაროთ მომსახურების ხარისხი ჩვენი მომხმარებლებისთვის. ასევე მუდმივად ვაუმჯებესებთ სამუშაოს ხარისხის კონტროლის სისტემას” - აცხადებენ „როდოსში“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე