კომაში მყოფი კალათბურთელის ლამარ ოდომის სისხლში კოკაინისა და ვიაგრას კვალი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 12:17 | 15.10.2015
ნანახია: 2381

ცნობილი კალათბურთელის, კალათბურთის ნაციონალური ასოციაციის (NBA) ორგზის ჩემპიონის ლამარ ოდომის სისხლში კოკაინისა და სექსუალური აქტივობის გაზრდისთვის განკუთვნილი პრეპარატის კვალი აღმოაჩინეს.

Reuters-ის ინფორმაციით, კალათბურთელს გულის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. მას ასევე დაუდგინეს თირკმელებისა და ფილტვების პრობლემები, ასევე ქალა-ტვინის ტრავმა, რომელიც სავარაუდოდ თავის დარტყმის შედეგად მიიღო. ექიმებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასეს.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, სწორედ კოკაინისა და სექსუალური აქტივობის ასამაღლებელი პრეპარატის კომბინაციამ გამოიწვია ოდომის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავება.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის სპორტსმენი ნევადის შტატის ერთ-ერთ ბორდელში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ოდომი NBA-ში 14 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ის 2013 წელს კიმ კარდაშიანის დას, ხლოის, ოთხწლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე