იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 09:34 | 22.09.2015
ნანახია: 1962

დღეს, 22 სექტემბერს, 11 საათზე სააპელაციო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

იური ვაზაგაშვილი მიმდინარე წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. საქმეზე ყოფილი პოლიციელი გია სოსანაშვილია დაკავებული. სოსანაშვილს ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის დაუმძიმდა, ბრალდებულს თავდაპირველად, ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წარედგინა. 2015 წლის 22 ინვისს კი სოსანაშვილის ბრალი კიდევ ერთხელ დაუმძიმდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ გია სოსანაშვილის მიერ 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პირდაპირ უკავშირდებოდა იური ვაზაგაშვილის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და მიმართული იყო მისი შეწყვეტისკენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე