ჩუღურეთის რაიონს ახალი სკვერი შეემატება

საქართველო, თბილისი - 12:24 | 26.07.2016
ნანახია: 1180

რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე ვეშაპურის ქუჩის მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის კეთილმოწყობის პროექტი გააცნო.

პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგმება სკამები და ურნები, ხოლო პატარებისთვის კი, დამონტაჟდება სათამაშო ატრაქციონი.

“სკვერის დაპროექტებისას მოქალაქეების ყველა მოთხოვნა გავითვალისწინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის ჩართულობა ქალაქის გალამაზებაში. სამუშაოები დაწყებულია და სექტემბრის თვეში დასრულდება. ამ ქუჩაზე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც განვახორციელეთ, კერძოდ, ქუჩაზე მოწესრიგადა სანიაღვრე სისტემა და დავაგეთ ბაზალტის ქვაფენილი“ - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ.  

ამ დროისთვის,  ჩუღურეთის რაიონში 10 სკვერის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა,  ხოლო წლის ბოლომდე  დაგეგმილია  20 სკვერის აღდგენა-რეაბილიტაცია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე