„პროდიუს ინვესტი“ ფარნავაზ მეფის გამზირის მიმდებარედ თანამედროვე სკვერს მოაწყობს

საქართველო, თბილისი - 18:05 | 26.07.2016
ნანახია: 1366

კომპანია „პროდიუს ინვესტი“ საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირის მიმდებარედ თანამედროვე სკვერს მოაწყობს - შესაბამის მემორანდუმს საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და კომპანიის ხელმძღვანელმა ამირან წკრიალაშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ხელმოწერას დიდი დიღომი-ვაშლიჯვრის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც ყველა ეტაპზე ჩართულები იქნებიან პროექტის განხორციელებაში.

ბექა მიქაუტაძის განცხადებით, სასიამოვნოა, რომ მის შეთავაზებას ბიზნესისადმი, ჩართულიყვნენ რაიონის კეთილმოწყობის აქტივობებში, კიდევ ერთი გამოხმაურება მოყვა და უკვე სახეზეა კონკრეტული პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გადაწყვეტილებისათვის, რომ დიდ დიღომს კიდევ ერთი ლამაზი და ახალი სკვერი შემატოთ. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, რომელიც აქტიურად არის ჩართული გამგეობის კონკრეტულ სამუშაოებში და ეს თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოტივატორია,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

კომპანია „პროდიუს ინვესტის“ ხელმძღვანელის განცხადებით, სკვერის კონცეფციასა და პროექტს ისინი უახლოეს დღეებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ადგილზე განიხილავენ და ყველასათვის მისაღებ ვერსიას ერთად შეარჩევენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე