აშშ-ში ყავა და ფუნთუშა უკვე დრონს მოაქვს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 26.07.2016
ნანახია: 1241

 

აშშ-ში მაღაზია 7-Eleven-ისა და საფოსტო ოპერატორ Flirtey-ს ერთობლივი სერვისი: მათ  შეკვეთის ადრესატამდე მისატანად დრონი გამოიყენეს. ეოგორც უცხოური მედია წერს, ეს იყო აშშ-ს მასშტაბით, დრონით მიწოდების სერვისის პირველი ლეგალური შემთხვევა.

შეკვეთა მოთავსდა სპეციალურ პაკეტში. უფრო კონკრეტულად ყავა განთავსდა ისეთ შეფუთვაში, რომელიც სითბოს ინარჩუნებდა, რათა დამკვეთს ცხელი ყავა მიეღო და ხარისხი არ გაფუჭებულიყო.

როგორც 7-Eleven-ში განმარტავენ, მალე დრონის მეშვეობით მთელი ასორტიმენტის მიწოდება გახდება შესაძლებელი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე