38 700 ლარის საქონელის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 26.07.2016
ნანახია: 1165

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, 38 700 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების  ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის  საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა მერსედესის მარკის  ა/მანქანა, რომლითაც ერთ-ერთი შპს  ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ელექტრო დამტვირთველი) ტრანსპორტირებას ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. ფაქტთან დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარდა შესაბამისი ექპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 38 700  ლარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით,  გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე