პროკურატურამ მარგველაშვილისა და პაპუაშვილის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
საქართველო, თბილისი - 10:42 | 26.07.2016 ნანახია: 1124
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით.
გუშინ პრეზიდენტ გ. მარგველაშვილის მიერ ტელევიზიით საჯაროდ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლის მცდელობის ფაქტს, რაც გამოიხატა ხსენებული პირის მიმართ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების წარმოებაში.
ვითარებაში გარკვევის მიზნით მთავარი პროკურატურის მიერ შს სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლის მიხედვითაც ირკვევა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პრეზიდენტ გ. მარგველაშვილის სიძის - მინდია გოგოჭურის მიმართ პოლიციელების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფაქტი, რაც ასევე დადასტურდა შს სამინისტროს პრესსამსახურის საჯარო განცხადებითაც.
პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, იმის დასადგენად, შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ხომ არ ჰქონდა მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ადგილი.
ამავდროულად, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571 მუხლის I ნაწილით.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გ. პაპუაშვილის მიერ ტელევიზიის საშუალებით საჯაროდ გაკეთდა განცხადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე, ასევე, რომ ხსენებული მიზნის მისაღწევად შეიძლება გასაჯაროვდეს მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
საჯარო განცხადების გაკეთებიდან მოკლე ვადაში გ. პაპუაშვილს გაეგზავნა შეთავაზება, პროკურატურაში გამოცხადებისა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დეტალებში გარკვევის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა პროკურატურის შეთავაზებაზე, საბოლოოდ მან შეცვალა პოზიცია, უარი განაცხადა თანამშრომლობაზე და პროკურატურაში გამოცხადებაზე.
პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გადამოწმების მიზნით.
პოლიტიკა
- კრიმინალები გვარამია და მელია უცხოეთიდან ჩარევის შედეგად არიან გარეთ, კინო წინ არის, ისინი იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა - პაპუაშვილი
- გუშინ, შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ხაბეიშვილი, რა ვუშველო, არ ვიცი, არც იქანა უნდათ, არც აქანა მიიღეს, იქაც უკან მოჩანჩალებდა - ირაკლი ზარქუა
- ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული დემოკრატიულ არჩევნებად, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ იქნება კამპანიაში ჩართული - პეტრე ცისკარიშვილი
- საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“
- თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს, რამდენიმე მოსწავლე პრევენციის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს
- ზრუნვის 1 საათი დედამიწას - „თეგეტა“ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა
- 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა