პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა დაასრულა

საქართველო, თბილისი - 19:20 | 25.07.2016
ნანახია: 1184

 პარტიამ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატების წარდგენა დაასრულა.

 პარტიის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილმა შვიდივე  კანდიდატს გამარჯვება უსურვა: „ვფიქრობ, რომ ყველა კანდიდატი  ძალიან ღირსეულია. მათ აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება, ძალიან კარგი აღქმა ადგილობრივი პრობლემების და რა თქმა უნდა, უნარი, რაც სჭირდება დღეს ამ პრობლემების მოგვარებას. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი დეპუტატები  არცერთი საკითხისადმი გულგრილნი არ იქნებიან. მათ ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა,რათა რეგიონში ადგილობრივი პრობლემები მოგვარდეს“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე