აშშ თურქეთში საინვესტიციო პორტფელს გაზრდის

საქართველო, თბილისი - 17:32 | 25.07.2016
ნანახია: 1099

აშშ თურქეთში საინვესტიციო პორტფელს გაზრდის. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თურქეთ-აშშ-ს მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბორა გიურჩაი აკეთებს.
TABA-AmCham-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ აშშ-ს ოთხი უმსხვილესი კომპანია მზადაა, საკუთარ გეგმებში ცვლილებები არ შეიტანოს და  თურქეთის ეკონომიკაში ინვესტირება განახორციელოს.
როგორც გიურჩაიმ განმარტა ინვესტორები თავიდან დაბნეულები იყვნენ, მაგრამ დაინახეს რა თურქი ხალხის პროტესტი და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მათ გეგმები აღარ შეცვალეს.
TABA-AmCham-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად თურქეთში განვითარებული მოლენებისა ქვეყანა მოახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე