მიუნხენის თავდასხმასთან შესაძლო კავშირი გამო 16 წლის ახალგაზრდა დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:34 | 25.07.2016
ნანახია: 1341

გერმანიაში დააკავეს 16 წლის ავღანელი, რომელიც ეჭვმიტანილია მიუნხენის სავაჭრო ცენტრ “ოლიმპიაზე” თავდასხმაში მონაწილესთან კავშირში. პოლიცია ვარაუდობს, რომ დაკავებულმა იცოდა 18 წლის ალი დევიდ სანბოლის გეგმების შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

“არსებობს ეჭვი, რომ 16 წლის ახალგაზრდა შესაძლოა, თვდამსხმელის მდუმარე თანამზრახველი ყოფილიყო”, - ნათქვამია მიუნხენის პოლიციის განცხადებაში.

თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე 22 ივლისს განხორციელდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და ცხრა ადამიანი მოკლა. თავდამსხმელის, 18 წლის ირანელი-გერმანელის, ალი დევიდ სონბოლის ცხედარი სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილიდან ერთ კილომეტრში იპოვეს. მან თავი მოიკლა.

პოლიცია აცხადებს, რომ ახალგაზრდა მასობრივი მკველობების შესახებ ინფორმაციის მოძიებით იყო გატაცებული. მის სახლში გაზეთებიდან ამოჭრილი უამრავი სტატია იპოვეს თავდასხმების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე