27 ივლისს, ბათუმში „მგზავრების“ კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:44 | 23.07.2016
ნანახია: 2627

ჯგუფი “მგზავრები” - ცნობილი  კეთილი, თბილი და ცხოვრებისეული სიმღერებით წლებია აჯადოებს ქართველ მსმენელს!  “მგზავრები” თავიანთი გულწრფელი შემოქმედებით  რამდენიმე წელია იპყობს უკრაინის და რუსეთის მსმენელსაც.

რამდენიმე დღეში, “მგზავრების” ფანები კიდევ ერთ ლოკაციაზე „დაჩექინდებიან“ !

27 ივლისს,  ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე -პროექტ „Check In Georgia”-ს ფარგლებში გაიმართება „მგზავრების“ სოლო კონცერტი, რომელზეც შესრულდება ჯგუფის შემოქმედებიდან  ნაცნობი და საყვარელი სიმღერები. ასევე შედგება ახალი ალბომიდან რამდენიმე სიმღერის პრემიერა!

“მგზავრების“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ საიტზე TKT.ge და ასევე ბათუმის ჩოგბურთის კორტების სალაროებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე