გიორგი ალიბეგაშვილმა მართლმადიდებელ მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა

საქართველო, თბილისი - 17:05 | 14.10.2015
ნანახია: 1662

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მეუღლესთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ წირვა-ლოცვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. 
გიორგი ალიბეგაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ”ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი” დღე უწოდა და ეს დღე მთელს ქართველ ერს მიულოცა.
„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო სვეტიცხოვლობა. 
ეს არის ის დღე, როდესაც საქართველო რწმენით, სულიერად და ეროვნულად ერთიანდება. 
ღმერთმა ინებოს, რომ ეს დღე საქართველოს გამთლიანების,ერთიანობის და წინსვლის დასაწყისი ყოფილიყოს. 
დღევანდელ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ეს არის ადგილი, რომელიცმთელს მსოფლიოში ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სათაყვანებელია. აქ არის დასვენებული კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, აქ არის მირონმდინარე სვეტი და ამავდროულად, ეს არის უზარმაზარი ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაული. 
ამიტომაც ეს დღე ყველა ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია.  
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და თითოეული ჩვენთაგანი“, - განცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საზეიმო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაეწრნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობასთან ერთად წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებასაც აღნიშნავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე