გორის რაიონულ სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ხუთი ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 22.07.2016
ნანახია: 1355

გორის რაიონულ სასამართლოსთან პოლიციის თანამშრომლებსა და განსასჯელ რამაზ ქოქოშვილის ახლობლების დაპირისპირების შემდეგ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ შსს პრესსამსახურში დაადასტურეს. ოთხ მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 366-ე 239-ე და 353-ე მუხლის მიხედვით ედება, ხოლო მეხუთეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით. დაკავებულთა შორის განსასჯელის ძმა ლევან ქოქოშვილიცაა. 
გუშინ ღამით დაპირისპირება პოლიციის თანამშრომლებსა და გორის მკვიდრის, რამაზ ქოქოშვილის ახლობლებს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური სასამართლოს დარბაზშივე მოჰყვა, შემდეგ კი დაპირისპირებამ სასამართლოს ეზოში გადაინაცვლა. 
ქოქოშვილი 2 ივნისს  პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. იგი თავს უდანაშულოდ მიიჩნევს და დაკავების დღიდან შიმშილობს.

წყარო: 2030


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე