ბიზნესმენთა ფედერაცია: გერგეთის #3 ში მდებარე შენობა ვანო ჩხარტიშვილმა გიორგი ისაკაძესთან შეთანხმებით მიისაკუთრა
საქართველო, თბილისი - 13:06 | 22.07.2016 ნანახია: 2009საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია დაკარგული ქონების დაბრუნებას სასამართლოს მეშვეობით შეეცდება. როგორც ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გერგეთის #3 ში მდებარე შენობა ვანო ჩხარტიშვილმა გიორგი ისაკაძესთან შეთანხმებით მიისაკუთრა.
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
„საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია წარმოადგენს თითქმის ოცი წლის წინ შექმნილი გადამხდელთა კავშირის უფლებამონაცვლეს და აერთიანებს რამოდენიმე ათეულ წარმატებულ ბიზნესჯგუფს, ასეულობით იურიდიულ პირს და კერძო მეწარმეს. დაფუძნების პირველი დღიდან ფედერაციის მთავარ ფუნქციას ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და გადასახადის თითოეული გადამხდელის უფლებების დაცვა წარმოადგენს. ფედერაცია თავის საქმიანობას მისი წევრების საწევრო შენატანებით შეძენილ შენობაში ახორციელებდა, რომელიც თბილისში, გერგეთის ქუჩა N3-ში მდებარეობს.
2008 წელს, იმ დაპირებით, რომ ფედერაცია უკეთეს შენობაში გააგრძელებდა საქმიანობას, ვანო ჩხარტიშვილმა, საკუთარი კომპანიის მეშვეობით და ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი ისაკაძესთან შეთანხმებით (რომელიც ამავდროულად ჩხარტიშვილის კომპანიის ერთ-ერთი თანამოწილეც იყო), მიისაკუთრა ფედერაციის შენობა, ფედერაციისთვის სანაცვლო ქონების გადაცემის გარეშე. ამისათვის კი მან გიორგი ისაკაძესთან დადებული კაბალური, ფედერაციისთვის საზიანო ხელშეკრულება გამოიყენა თუმცა ამ კაბალური ხელშეკრულების პირობებიც კი არ შეასრულა. შედეგად, ფედერაციამ დაკარგა კუთვნილი ქონება და უფრო მეტიც, ჩხარტიშვილისა და ისაკაძის კომპანიის ქმედებათა გამო, ფედერაციას წარმოეშვა დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულება, რომლის არსებობა დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისთვის კი.
დღეისთვის ვანო ჩხარტიშვილი კვლავ დაპატრონებულია შენობას და მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენთა ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა გამოეჩინა კეთილგონიერება და შენობა დაებრუნებინა ფედერაციისთვის, ჩხარტიშვილი უარს აცხადებს ფედერაციის სრულიად კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე.
ბიზნესმენთა ფედერაციამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და ამჟამად დავა განხილვის პროცესშია. ფედერაციის ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილი ცდილობს შენობის არამართლზომიერი გზებით მასთანვე დაკავშირებულ, ფორმალურად სხვა პირზე გასხვისებას და კეთილსინდისიერი შემძენის იმიტაციის შექმნის გზით ფედერაციის დარღვეული უფლებების აღდგენისათვის ხელშეშლას.
გვსურს, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ფედერაცია ყველა კანონიერი საშუალებით გააგრძელებს ბრძოლას და დაიბრუნებს მის კუთვნილ ქონებას.
მოვუწოდებთ ყველა იურიდულ თუ კერძო პირს თავი შეიკავოს თბილისში, გერგეთის ქუჩა N3-ში მდებარე ქონებასთან დაკავშირებით, ვანო ჩხარტიშვილთან ან მასთან დაკავშირებულ პირებთან თუ კომპანიებთან, რაიმე სახის გარიგების დადებისაგან, რადგან ეს ქონება ვანო ჩხარტიშვილის მიერ უკანონოდ, მოტყუების გზით არის მითვისებული».
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა