შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 10:20 | 22.07.2016
ნანახია: 1359

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სონერ დ. აგარაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 49,73 გრამი ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე