მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 4-კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველო, თბილისი - 14:32 | 14.10.2015
ნანახია: 1789

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავატომობილო გზის 4-კმ-იანი მონაკვეთის რებილიტაცია დაასრულა. განახლებული გზა დღეს მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და კომპანიის დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს.

საერთაშორისო მნიშვნელობის გზის პროექტის ფარგლებში შეიცვალა დარიალში მომხდარი სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული საგზაო ნიშნები; დაიგო ორფენიანი ბეტონის საფარი; მდინარე ტერხენაზე ჩატარდა 88-მეტრიანი ხიდის რეაბილიტაცია; ამაღლდა საყრდენი კედელი; მოეწყო რკინა-ბეტონის მილები, გაბიონები; გაკეთდა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, რკინა-ბეტონის ღარები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და ავტოპავილიონები; მოინიშა გზა, გაკეთდა ბეტონის პარაპეტები.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სატრანზიტო გადამზიდავებისთვის და მიმდებარე სოფელ არშას მაცხოვრებლებისათვის გზაზე გადაადგილება უფროს სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

სამუშოებზე 110 ადამიანი იყო დასაქმებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე