ლევან იზორიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 14.10.2015
ნანახია: 1785

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებს - ბორის სილევიჩსა და კერსტინ ლუნდგრენს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილეს - ბას კლაინს და ასევე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს - კრისტიან ურსეს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გატარებული რეფორმა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი და სიტუაციური ანალიზი. ვიზიტის განმავლობაში განხორციელდა შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე