დარიალის ხეობაში დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი გრძელდება

საქართველო, თბილისი - 14:29 | 14.10.2015
ნანახია: 1585

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, დარიალის ხეობაში წინა თვეში დაწესებული რეჟიმი გრძელდება. კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა)  მონაკვეთზე,  2015 წლის 15 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით ავტოტრანსპორტის გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობა განხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით: ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე; მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის  და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე, (ინტენსიური ნალექების შემთხვევაში მოძრაობა აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე.) საღამოს 20:30 სთ–დან ღამის 00:00 სთ–მდე მოძრაობისას აკრძალულია ერთდროულად ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით ერთზე მეტი (მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი  და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება;

დროის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე