მთავრობა ბიომასების ეფექტური გამოყენების საკითხებს განიხილავს

საქართველო, თბილისი - 11:33 | 20.07.2016
ნანახია: 1199

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ბიომასების ეფექტური გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე, პროექტის თანათავმჯდომარემ  მაია ბითაძემ მიმართა.

შეხვედრა ,,ლევან მიქელაძის ფონდის“ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან“ თანამშრომლობით გაიმართა, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, ბიომასების ეფექტური გამოყენების თემაზე სხვადასხვა რეკომენდაციები წარმოადგინეს.

პროექტი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA), საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან თანამშრომლობით, Slovak-Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ტარდება და  საჯარო დისკუსიებს, საზოგადოების ინფორმირებას, რეკომენდაციების შემუშავებას ითვალისწინებს, რაც   საქართველო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

სამუშაო შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე