6 თვეში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კონსულტაცია 92 ათასზე მეტ მოქალაქეს გაუწია

საქართველო, თბილისი - 11:29 | 20.07.2016
ნანახია: 1239

აღსრულების ეროვნული ბიურო საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ 2016 წლის 6 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.

2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 92 367 მოქალაქეს სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია. მათ შორის:

  • ბიუროში კონსულტაცია გაეწია 23 227 მოქალაქეს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასული წლების ამავე პერიოდთან შედარებით;
  • სატელეფონო კონსულტაცია გაეწია 68 704 მოქალაქეს. შედარებისთვის: 2014-2015 წლების ამავე პერიოდში სატელეფონო კომუნიკაცია გაეწია დაახლოებით 21 000 მოქალაქეს;
    ორივე მონაცემი წინა წლების იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ყველაზე მაღალია.
    •6 თვის განმავლობაში პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ 436 შეკითხვას, რაც რამდენიმე ათეულით მეტია წინა წლების იგივე პერიოდთან შედარებით.
    2016 წლის პირველ კვარტალში საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ, ასევე განხორციელდა შემდეგი სახის აქტივობები:
  • მიღებული იქნა 39667 ერთეული კორესპონდენცია;
  • განცხადებაზე საპასუხო წერილების რაოდენობამ შეადგინა 917 ერთეული;
  • ტერიტორიული ბიუროებიდან გადმოგზავნილი იქნა 3 273 საქმე;
  • მოვალეთა რეესტრიდან გაიცა 52 ცნობა;
  • გაიცა 51 საჯარო ინფორმაცია;
  • საიტზე გამოქვეყნდა 21163 ერთეული საჯარო შეტყობინება და საჯარო ინფორმაცია;
  • დაარქივდა 24 695 საქმე;
  • არქივიდან გაიცა 1 560 ასლი და საქმე.

ჯამში, 6 თვის განმავლობაში საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ განხორციელდა 224 683 აქტივობა.

აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესებიდა უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649 ან მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე