პატრიარქის ინიციატივით, საქართველოში 24-საათიანი ლოცვა დაწესდა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 14.10.2015
ნანახია: 1778

საქართველოს პატრიარქის ინიციატივით, საქართველოში 24-საათიანი ლოცვა დაწესდა. ამის შესახებ ილია მეორემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში ისაუბრა. როგორც პატრიარქი ამბობს, განსაკუთრებით 24-საათიანი ლოცვა სვეტიცხოველში დაწესდება. 

შესაბამისად სვეტიცხოველი 24 საათის განმავლობაში იქნება ღია და მომლოცველებასა და ტურისტებს ტაძარში შესვა დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეეძლებათ. 

"საქართველო გამოირჩეოდა ისტორიულად თავისი დიდი ლოცვით, ლოცვებით. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ აღვადგინეთ უძველესი წესი - შვიდგზის ლოცვა. შვიდჯერ დღეში ლოცულობდა ჯერ კიდევ დავით მეფე, ისრაელისა ფსალმუნთა დამწერელი და აი, დღეს მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ საქართველოში და, სვეტიცხოველში განსაკუთრებით, დაწესდეს 24-საათიანი ლოცვა. ყველა ადამიანს დღე და ღამე ექნება საშუალება, შემოვიდეს სვეტიცხოველში და შეასრულოს ლოცვა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა პატრიარქმა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე