როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც თმა გცვივათ

საქართველო, თბილისი - 14:22 | 14.10.2015
ნანახია: 2149

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თმა გცვივათ? ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, თუ სპეციალისტების რჩევებს გაითვალისწინებთ.

ჯანმრთელ და ლამაზ თმაზე პასუხისმგებელია ესტროგენის ჰორმონი. თუ ის ორგანიზმში არასაკმარისადაა, თმების ცვენა იწყება და შესამჩნევად მუქდება. ესტროგენის დონის მკვეთრი დაწევის მიზეზი შესაძლოა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, შარდმდენი პრეპარატები, ანტიდეპრესანტები და ასპირინი გახდეს. ხშირად ქალებს თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ ეწყებათ. ამ პრობლემების აღმოჩენისთანავე სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

თმის საღებავი, საშრობები, დასახვევი საშუალებები და სამაგრები თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია.

შეეცადეთ, რაც შეიძლება იშვიათად ისარგებლოთ ამ საშუალებებით და რეგულარულად გამოიყენოთ თერმოდამცავი სპრეი.

ამის გარდა, თმის ცვენის კიდევ ერთი მიზეზია რკინის დეფიციტი. რკინის ნაკლებობის მთავარი მიზეზი კი მკაცრი დიეტაა. რკინის მარაგის აღდგენაში დაგეხმარებათ გარგარის ჩირი, ქლიავი, მწვანე ლობიო, ნუში და ზღვის კომბოსტო.

პრობლემები თმის ცვენასა და სიმშრალესთან დაკავშირებით ხშირად სტრესების, არასწორი კვებისა და უმოძრაო ცხოვრების წესის გამოც ჩნდება. შეეცადეთ, რეგულარულად დაკავდეთ სპორტით, იკვებოთ სწორად და გამოიძინოთ სრულფასოვნად.

სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო თმა მშრალი, მტვრევადი ხდება და ცვენას იწყებს. ეცადეთ, რეგულარულად გაიკეთოთ თავის მასაჟი და უარი თქვათ ყავასა და ალკოჰოლზე.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე