პარკინსონის დაავადებას ველოსიპედი შველის

საქართველო, თბილისი - 14:20 | 14.10.2015
ნანახია: 2161

ამერიკელმა ნევროლოგებმა დაადგინეს, რომ პარკინსონის დაავადების სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ველოსიპედით სიარული.

ლამდრის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ნევროლოგის ჯეი ალბერტის ჯგუფის მიერ 26 პაციენტზე ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პაციენტები, რომლებიც ორი თვის განმავლობაში, კვირაში სამჯერ, ველოტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ, უკეთ გრძნობდნენ თავს.

რაც უფრო ენერგიულად ვარჯიშობდნენ პაციენტები, მით უფრო დადებითი აღმოჩნდა შედეგი.

პარკინსონის ავადმყოფობა არის ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც მეორე ადგილზეა ალცჰეიმერის დაავადების გავრცელების შემდეგ. დაავადების დროს პაციენტს უქვეითდება გადაადგილების შესაძლებლობა და აქვს ვეგეტატიური და ფსიქიკური აშლილობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე