საქართველოს პირველმა ლედიმ ლიუბლიანას ბავშვთა ცენტრი მოინახულა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 19.07.2016
ნანახია: 1119

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ლიუბლიანას მახლობლად მდებარე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი და სკოლა „Dolfke Bostjancic”-ი მოინახულა. 

ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება, რომლებსაც სხვადასხვა სახის გონებრივი და ფიზიკური შეზღუდვა გააჩნიათ.

პირველ ლედის ცენტრის დირექტორმა და სამედიცინო მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა უმასპინძლეს და ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

პირველი ლედი ცენტრში მომუშავე პედაგოგებსა და სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა და სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარებიც მოინახულა.

მაკა ჩიჩუა ცენტრის მუშაობის სპეციფიკით და იმ პროგრამებით დაინტერესდა, რომლებიც  ბავშვთა მენტალური თუ ფიზიკური განვითარებისთვის ხორციელდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველმა ლედიმ დაათვალიერა ცენტრში არსებული სამედიცინო და ფიზიო-თერაპიული პუნქტი, ასევე მოინახულა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების სკოლა, რომელიც აღნიშნული ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს.

მაკა ჩიჩუამ  ცენრთან არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა, სადაც ბენეფიციართა საცხოვრებელი სახლები, სპორტული მოედნები და საცუარო აუზია განთავსებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე