დიმიტრი ქუმსიშვილი ჰერნანდო დე სოტოს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 12:12 | 14.10.2015
ნანახია: 1480

 

„აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად თბილისშიცნობილი ეკონომისტი და ინტელექტუალი ჰერნანდო დე სოტო იმყოფება, რომელიც დღეს, 14 ოქტომბერს, 12.50 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდება.

შეხვედრა სასტუმრო „თბილის მერიოტში“ გაიმართება. ჰერნანდო დე სოტო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებული მოაზროვნეა.

გაზეთმა Handelsblatt იგი ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მოაზროვნედ დაასახელა, გამოცემებმა Time და Forbes - წამყვან ნოვატორად, ხოლო Prospect and Foreign Policy-მ მსოფლიოს ტოპ 13 „საჯარო ინტელექტუალების“ სიაში შეიყვანა. ჰერნანდო დე სოტო ამჟამად თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD) პრეზიდენტია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე