ჰააგის პროკურორი საქართველოში სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 10:43 | 14.10.2015
ნანახია: 1792

საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი საქართველოში სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას მოითხოვს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას მოითხოვს. პროკურორმა ფატუ ბენსუდამ წინადადებით უკვე მიმართა მოსამართლეებს.

ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კონფლიქტის დროს გამოიკვეთა სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნა.

პროკურორის განმარტებით, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ეთნიკური ქართველი მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში 75 %-ით შემცირდა. 18500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებიან, 5 ათასზე მეტი ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი კი განადგურდა.

იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სასამართლოს დელეგატები დათანხმდებიან პროკურორის ინიციატივას, გამოძიების პროცესი საქართველოში დაიწყება, რის შემდეგაც არ არის გამორიცხული დამნაშავე პირები სასამართლოში დაიბარონ ან მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე