საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ნეპალის მოქალაქეები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:19 | 14.10.2015
ნანახია: 1741

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N7 სასაზღვრო სექტორის (სულდა) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქეები - 1983 წელს დაბადებული კულ ბაჰადური კ. და 1979 წელს დაბადებული აჩიუტ ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე