მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, 15-16 ივლისს ბათუმში მრავალი ღონისძიება იგეგმება

საქართველო, თბილისი - 17:18 | 14.07.2016
ნანახია: 1373

 

მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, 15-16 ივლისს ბათუმში არაერთი ღონისძიება ჩატარდება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისაკენაა მიმართული.
ღონისძიების ფარგლებში, 15 ივლისს, 09:30-დან 10:30სთ-მდე ბათუმის ბულვარში ველოგარბენი მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმსა და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები მოყვარული ველომრბოლელები.
გარდა ამისა, დაგეგმილია მედიატური, რომელზეც ჟურნალისტები მიიღებენ ინფორმაციას ბათუმის, როგორც „მერების შეთანხმების“ ევროპული ინიციატივის წევრი ქალაქის მერიის მიერ განხორციელებული, ასევე მიმდინარე პროექტების შესახებ. ასევე მოხდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში განხორციელებული სადემონსტრაციო პროექტის გაცნობა, რომელიც „განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის პროექტი საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის“ ფარგლებში და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით შემუშავდა.
„მერების შეთანხმების“ ევროპულ ინიციატივას ქ. ბათუმი 2011 წელს შეუერთდა. 2013 წელს კი ბათუმი საერთაშორისო ასოციაცია „კლიმატის ალიანსის“ პირველი წევრი ქალაქი გახდა კავკასიის რეგიონიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე