ბათუმში მესხეთის ქუჩის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება

საქართველო, თბილისი - 17:45 | 13.10.2015
ნანახია: 1884

ბათუმში მესხეთის ქუჩის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5500 კვ მ ტერიტორიაზე ბეტონის საფარი ახალი ტექნოლოგიით დაიგო, რაც პირველ ეტაპზე გრუნტის მოჭრას და გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოებს გულისმობს, რის შემდეგაც ხდება ასფალტ-ბეტონის საფარის დასხმა. მოეწყო 5 საკანალიზაციო ჭა, გარე განათება, 117 გრძ. მ ტერიტორიაზე გაკეთდა ბორდიური და 120 კვ. მეტრზე დაიგო ფილები. ჩამოისხა სანიაღვრე არხის დამცავი კედელი.
სამუშაოები, რომლებსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ახალი გზა“ ასრულებს, 8 ივნისს დაიწყო. მესხეთის ქუჩის კეთილმოწყობისთვის 593ნ ათას 585 ლარი დაიხარჯა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე