„სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ორგანიზებით ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდება

საქართველო, თბილისი - 13:29 | 14.07.2016
ნანახია: 1279

15 და 16 ივლისს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული ნეიროქირურგები და კარდიოქირურგები უფასო სამედიცინო გასინჯვებს ჩაატარებენ.

პაციენტებს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკიდან" (ინგოროყვას კლინიკა)  მოწვეული ნეიროქირურგი შოთა ინგოროყვა  და კარდიოქირურგი მიშა მეტრეველი მიიღებენ, ასევე კონსულტაციების პარალელურად ნეიროქირურგიული მიმართულებით მოხდება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული (MRT)   კვლევების ჩატარება,    გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამოსავლენად  ჩატარდება კარდიოსკოპია და გულის  ექო-კარდიოგრაფია.

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში სამედიცინო კონსულტაციები 15 ივლისს 11:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე ჩატარდება, ხოლო 16 ივლისს 11:00 სთ-დან - 15:00 სთ-მდე გაგრძელდება.

სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე