ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:00 | 14.07.2016
ნანახია: 1278

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა #6-ში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. საბავშვო ბაღში 7 ჯგუფი გაიხსნება და სააღმზრდელო პროცესში ჩართვას  250-მდე ბავშვი  შეძლებს.

ჩუღურეთის რაიონში ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა რაიონის მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით გადაწყდა. 

“ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა საბავშვო ბაღი, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ამ უბანში ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და 2017 წლის იანვრიდან უკვე მიიღებს ბავშვებს. პროექტი გახლავთ ენერგოეფექტური, თანამედროვე შენობა-ნაგებობა კეთდება და ამ უბანს საბავშვო ბაღთან დაკავშირებული პრობლემა მთლიანად მოუგვარდება,”- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

ახალი ბაღი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა.  ბაღის მშენებლობისთვის 1 798 000ლარია გამოყოფილი. შენობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აღიჭურვება, მოეწყობა ეზო და დამონტაჟდება ატრაქციონები.

აღნიშნული ბაღი ერთ-ერთია იმ  10 ბაგა-ბაღიდან, რომელთა მშენებლობაც 2016 წელს დაიწყება.

ჩიტაიას ქუჩაზე ახალი საბავშვო-ბაგა ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან თემურ თორდინავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, დეპუტატებთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ერთად ჩადო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე