ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება არ განიხილება
საქართველო, თბილისი - 16:58 | 13.10.2015 ნანახია: 1547აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება არ განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, „გაზპრომთან“ მოლაპარაკების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთურის შეფასებით, ეს საკითხი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან პოლიტიზებულია.
ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად განმარტა, რომ საუბარია ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებებზე, რაც სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„გაზპრომის“ გაზსადენი, მრავალი წელია, მიაწოდებს სომხეთს გაზს და აქედან, ტრანზიტის სანაცვლოდ, ჩვენს ქვეყანას რჩება გარკვეული ოდენობის გაზი. ვინაიდან, სომხეთს სურს გაზის მოცულობის გაზრდა, ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა დაინტერესებულია, მეტი გაზი მიიღოს ამ გაზრდილი მოცულობიდან. რა არის აქ უჩვეულო და რა საჭიროა ამდენი აჟიოტაჟი, გაუგებარია. ეს არის ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკება, რომელიც ყოველწლიურად მიმდინარეობს, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, რომ რაც შეიძლება მეტი გაზი დარჩეს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ გარკვეული ოდენობის გაზს საქართველო იღებს „შაჰდენიზიდან“ და სამხრეთის მილსადენიდან.
მთავრობის მეთაური ბაქოში მის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებსაც გამოეხმაურა.
„ჩვენ პრეზიდენტ ალიევთან გვაქვს ძალიან თბილი მეგობრული ურთიერთობა და ასე იქნება ყოველთვის, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ურთერთობის უნიკალური გამოცდილება. მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს სომხეთთან, თურქეთთან და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას იძენს, მეტი ინვესტორი ჩამოდის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უმსხვილეს ჩინურ კომპანია POWERCHINA-სთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც 108 ქვეყანაში ოპერირებს და რომლის საინვესტიციო პორტფელი რამდენიმე ათეული მილიარდი ლარია. მთავრობა მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა ანაკლიის პორტი, რიკოთის უღელტეხლზე გასაყვანი ახალი გზა.
პრემიერმა ოპონენტებს მოუწოდა, აქცენტი ამ პროგრესზე გააკეთონ და აღნიშნა, რომ უსამართლობაა კრიტიკის მოსმენა „ნაციონალური მოძარობის“ წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებიც გაზსადენის გაყიდვას გეგმავდნენ და რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთელი სტარტეგიული ობიექტები რუსეთის ხელში აღმოჩნდა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის შედეგებს და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, სამი წლის თავზე დამტკიცა, რომ არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მთელს ფართო რეგიონში - მედიის თავისუფლების, მთავრობის გამჭვირვალობის და ეფეტიანობის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერია.
„ხელისუფლება, ბოლო სამი წლის განმავლობაში, არ ჩარეულა არც ერთი ტელევიზიის საქმიანობაში. მედიის, სასამართლოს საქმიანობაში ჩაურევლობა იყო ჩვენი პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ჩვენ დავასრულეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა და ვახორციელებთ პროკურატურის რეფორმას. ნებისმიერ სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული წინსვლა და თვის ბოლოს ვაპირებ სამწლიანი ანგარიშის წარდგენას, სადაც ვრცლად, სფეროების მიხედვით ვისაუბრებ ჩვენი მთავრობის მიღწევებზე. არ არსებობს არც ერთი სფერო, სადაც ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიღწევა. თუ შევადარებთ წინა მთავრობის გაკეთებულ საქმეებს, მოსახლეობა თავად დაინახავს ძალიან დიდ სხვაობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა