ჩინეთში საქართველოს ელჩი მაკაოს ეწვია

საქართველო, თბილისი - 21:24 | 12.07.2016
ნანახია: 1201

ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით აფციაურმა პირველი სამუშაო ვიზიტი გამართა მაკაოში - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, სადაც ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელს ფერნანდო ჩუის შეხვდა.

შეხვედრაზე ელჩმა მიმოიხილა საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ასპექტები,  საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ რგოლზე.   განსაკუთრებულად ხაზი გაესვა საქართველოსა და მაკაოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და აღინიშნა, რომ ახალი აბრეშუმის გზის: ერთი გზა-ერთი სარტყელი" პროექტის ფარგლებში, საქართველოსა და მაკაოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ელჩმა მაკაოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოში მოიწვია. მაკაოს ხელმძღვანელმა გამოხატა მზადყოფნა საქართველოსთან ურთიერთობების გააქტიურების თაობაზე.

მაკაოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ასევე შეხვდა მაკაოს კულტურისა და სოციალურ საკითხებში მდივანს თამ ჩონ ვენთან. შეხვედრაზე განიხილეს კულტურის, განათლების და ტურიზმის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. დავით აფციაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღვინის დარგში შესაძლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ეს იყო საქართველოსა და მაკაოს ოფიციალური პირების პირველი შეხვედრა


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე