პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 20:20 | 12.07.2016
ნანახია: 1604

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დამზადებული ხის ნაკეთობები, ავეჯი, სათამაშოები, ხატები, ნახატები და აქსესუარები წარმოადგინეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივითპატიმრობის კოდექსშიშეტანილი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა ნაკეთობების რეალიზაცია მოახდინონ.  ამის შედეგად მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულების პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება.

დღესვე მოეწყო იმ ონლაინმაღაზიის პრეზენტაციაც, რომელის მეშვეობითაც  პატიმრებს საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა შეეძლებათ.

ვფიქრობ,  რომ ასეთი საამქრო მათთვის არის იმ ნიჭის რეალიზაციის საშუალება, ომელიც პატიმრებს გააჩნიათეს პროექტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისათვის ფინანსური თვალსაზრისითაც. რაც მთავარია, მსჯავრდებულები იქნებიან მოტვირებულები და იამაყებენ, რომ შეძლებენ  დაეხმარანონ საკუთარ ოჯახებს,“- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

პირველი ლედი გამოფენაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინა იმერლიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ექსპოზიცია საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა,  დიპლომატებმა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე