დაუშვებელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ მეთოდების გამოყენება, რომელიც ახალისებს დისკრიმინაციულ მოპყრობას
საქართველო, თბილისი - 13:02 | 12.07.2016 ნანახია: 1263საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წინასაარჩევნო რეკლამას. როგორც რეკლამის შინაარსიდან იკვეთება, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა ახალგაზრდა ამომრჩევლებმა მიიღონ, ვინაიდან აქამდე სხვა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები ასაკოვანი ადამიანების ინტერესებზე იყო მორგებული, რაც ქვეყნისთვის არაპოპულარული არჩევანია.
„რეკლამაში არ არის დაბალანსებული მოსახლეობის ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ინტერესები, ამის საპირისპიროდ, ერთგვარი ირონიით არის ხაზგასმული, რომ თუ ქვეყანა ასაკოვანი ამომრჩევლის იმედად დარჩება, ეს არაპროგრესული და განვითარებისთვის ხელისშემშლელი არჩევანი იქნება.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დამოკიდებულება ხელს უწყობს სტერეოტიპული განწყობის გამყარებას ასაკოვანი ადამიანების მიმართ, რომლებიც, ხშირ შემთხვევებში, ისედაც განიცდიან უთანასწორო მოპყრობას. ასეთი მიდგომა ახალისებს უარყოფით სტერეოტიპებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასაკოვანი ადამიანების მონაწილეობასთან დაკავშირებით და ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში სხვადასხვა სფეროში დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას ასაკის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ მეთოდების გამოყენება, რომელიც ახალისებს დისკრიმინაციულ მოპყრობას ცალკეული ჯგუფების მიმართ. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს „ახალ პოლიტიკურ ცენტრ – გირჩს“, უზრუნველყოს სტერეოტიპების შემცველი წინასაარჩევნო რეკლამის ინტერნეტ სივრციდან მოხსნა“, აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა