დიდი დიღმის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოავლინდა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 13.10.2015
ნანახია: 1799

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი დიღმის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინტენსიური მონიტორინგი ხორციელდებოდა. შედეგად, გამოვლენილი იქნა სამართალდამრღვევი, რომელმაც გარემო სამშენებლო ნარჩენებით დააბინძურა.

მოქალაქეს დაკისრებული საჯარიმო სანქციის გარდა, დაევალა მის მიერ დაყრილი ნარჩენებისგან ტერიტორიის დასუფთავება. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.

შეგახსენებთ, რომ 1 ან 1-ზე მეტი კუბური მეტრის მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ფიზიკური პირის შემთხვევაში 500 ლარიან, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 1500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე