ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების გახარჯვისთვის მზად არის

საქართველო, თბილისი - 20:41 | 21.09.2015
ნანახია: 2007

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში სავალუტო რეზერვები გაიხარჯოს. განცხადება ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ გააკეთა.

”ლარის კურსის მაჩვენებელი უკვე პიკშია და მიუხედავად იმისა, რომ მომავალში მისი დასტაბილურებაა მოსალოდნელი ამ ეტაპზე ბანკი მკზადაა საჭიროების შემთხევავში სავალუტო რეზერვები გაიხარჯოს”, - განაცხადა ქადაგიძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რეფინანსირების სესხებს გაცვლით კურსზე უარყოფითი გავლენა არ აქვს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლარის კურსთან დაკავშირებით პრემიერის, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის შეხვედრა გაიმართა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე